GE EN
GE EN
დახურვა
GE EN

ჩვენ შესახებ

GE EN

გაიგეთ მეტი ნენსკრა ჰესის პროექტის შესახებ

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება

გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება

გარემოს უსაფრთხოება - ჩვენი პრიორიტეტია

პროექტი ხორციელდება მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით

01

გაიგეთ მეტი ნენსკრა ჰესის პროექტის შესახებ

02

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება

"

ნენსკრა ჰესი - საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს რეალობაში სტრატეგიული მნიშვნელობის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის - ნენსკრა ჰესის მშენებლობას გულისხმობს.
პროექტს განახორციელებს სს «ნენსკრა ჰიდრო», რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციის - K-Water-ისა (ინვესტორი) და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა.
280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ყოველწლიურად 1'200.00 გიგავატ.სთ ელექტროენერგიით მოამარაგებს, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.
დღესდღეობით საქართველო ზამთარში, განსაკუთრებით ნოემბერ–იანვარში ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის, რადგან მდინარეებში წყლის დონე იკლებს, შიდა ენერგომოხმარება კი იზრდება. ამასთანავე, ყოველწლიურად მატულობს იმპორტირებული ელექტროენერგიის ოდენობა. ამ პირობებში აღნიშნული პროექტის რეალიზებას ჩვენი ქვეყნისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: ნენსკრა ჰესის მშენებლობის მიზანი სწორედ არსებული პრობლემის აღმოფხვრაა.
კერძოდ, ჰესი შემოდგომა–ზამთრის პერიოდშიც საჭირო რაოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც საგრძნობლად შეამცირებს ელექტროენერგიის იმპორტის ოდენობას. აქედან გამომდინარე, ქვეყნის დანახარჯები შემცირდება, რაც პირდაპირ კავშირშია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.
ამასთანავე, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით სვანეთის რეგიონის მნიშვნელობის გაზრდას, მის გამოცოცხლებასა და სოციალურ განვითარებას. ეს პროცესები ადგილობრივი მოსახლეობის ყოფაზე დადებითად აისახება. გარემოზე ჰესის გავლენა კი ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის ჩართულობით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ხორციელდება ე.წ. BOT (Build-Operate-Transfer) სქემით, რომელიც ჰესის ექსპლუატაციაში შესვლიდან 36 წელიწადში მის საქართველოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს.
ელექტროენერგიის გამომუშავებას ჰესი 2020 წლიდან დაიწყებს, ხოლო მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოს წარმატებული მომავლისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისა და ადგილობრივი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს.

სრულად ნახვა
დახურვა

ტექნიკური ინფორმაცია

პროექტის სქემა

ნენსკრა ჰესის პროექტი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სვანეთში, მდინარე ნენსკრაზე 280 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენებას გულისხმობს. ჰესი წლიურად 1'200.00 გიგავატ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც მთლიანად საქართველოს ბაზარს მოხმარდება.
პროექტით მდინარე ნენსკრაზე 130 მ სიმაღლის კაშხლის აგებაა გათვალისწინებული, რომელიც 176 მლნ. მ³ მოცულობის წყალსაცავს შექმნის. ამგვარად ნენსკრა ჰესი ზამთრის პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტს მეტწილად დაფარავს. წყალსაცავი შეივსება მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას წყლებით, რაც 725 მ დაწნევის გამოყენების საშუალებას მოგვცემს.

კაშხლები

ნენსკრას კაშხლის სიმაღლეა 130 მ, სიგრძე - 870 მ. იგი მდინარე ნენსკრას ზედა წელში განთავსდება და შექმნის 176 მლნ. მ³ მოცულობის წყალსაცავს, 2.7 კმ² სარკის ზედაპირის ფართობით.
მდინარე ნაკრაზე ასევე აშენდება 8.7 მ სიმაღლისა და 44.0 მ სიგრძის მცირე კაშხალი. იგი შეცვლის წყლის მიმართულებას სატრანსფერო გვირაბისკენ, რომლის მეშვეობითაც ძირითად წყალსაცავს მდინარე ნაკრას წყალი დაემატება.

გვირაბები

ნაკრას სატრანსფერო გვირაბი, რომელიც ნაკრასა და ნენსკრას ხეობებს დააკავშირებს, დაახლოებით 12.5კმ სიგრძისა და 3.5 მ დიამეტრის იქნება. გვირაბი წყალს ნაკრას წყალსაცავიდან ნენკსრას წყალსაცავში გადააგდებს. ნენსკრას სადაწნევო გვირაბის სიგრძე - 15.1კმ, ხოლო დიამეტრი 4.5 მ-ია. მისი ტრასა გავა ნენსკრას ხეობის მარცხენა სანაპიროზე და ზღვის დონიდან დაახლოებით 600 მ სიმაღლეზე წყალსაცავს ჰიდროელექტროსადგურთან დააკავშირებს.

ძალური კვანძი

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზეა დაგეგმილი. ძალოვანი კვანძის შემადგენლობაში შევა უშუალოდ ჰიდროელექტროსადგურის შენობა, რომელშიც ტურბინები და გენერატორები განთავსდება, აგრეთვე სატრანსფორმატორო ქვესადგური, საიდანაც ელექტროგადამცემი ხაზების საშუალებით დენი მომხმარებელს მიეწოდება. წყლის უშუალოდ ტურბინებამდე მიყვანა მოხდება სატურბინო მილსადენების საშუალებით, რომლებიც სადაწნევო გვირაბის ბოლოდან იწყება. ტურბინებში გადამუშავებული წყალი გამწოვი მილის საშუალებით მდინარე ნენსკრას შეურთდება. ჰესის შენობაში დამონტაჟებული იქნება პელტონის ტიპის 3 ტურბინა, თითოეულის სიმძლავრე 93.3 მგვტ იქნება.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა

საზოგადოებრივი ინვესტირების სტრატეგია

საზოგადოებრივი ინვესტირების სტრატეგია წარმოადგენს ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში საინვესტიციო პროექტების განხორციელების გეგმას, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის განვითარების ხელშეყობასა და სხვა.
სპეციალური გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა სტრატეგია, რომელმაც პრიორიტეტების მიხედვით ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები გამოავლინა. სტრატეგიის ფარგლებში ყველა პროექტის განხორციელება ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებითა და მათი აქტიური ჩართულობით მოიაზრება.

ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სარგებელი, რომელსაც ნენსკრა ჰესის პროექტი საქართველოს მოუტანს, ადგილობრივი მოსახლეობის, პირველ რიგში კი ნენსკრასა და ნაკრას ხეობების მცხოვრებთა დასაქმებაა როგორც მშენებლობისას, ასევე ჰესის ექსპლუატაციის პერიოდში.

ჩვენი მიზანია, მშენებლობის პერიოდში არაკვალიფიციური მუშახელის 100% იყოს ნენსკრასა და ნაკრას ხეობების მკვიდრი, ნახევრადკვალიფიცირებული მუშახელის არანაკლებ 75%-ისა იყოს ქართველი, აქედან არანაკლებ 50%-ისა - მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრები.
ჰესის ექსპლუატაციაში შესვლისას დაქირავებული მუშახელის არანაკლებ 80%-ისა საქართველოს მოქალაქე იქნება.