ადგილობრივი მოსახლეობის სამუშაო უნარების განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით მსურველთათვის სპეციალური კურსებისა და ტრენინგების მთელი რიგი ჩატარდება.
საუბარია არა მხოლოდ სპეციალური კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე, რომელთა კურსდამთავრებულს მშენებლობისას ან/და ოპერირების პერიოდში პროექტში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემა, არამედ სხვადასხვა ხელობის შესწავლაზე, ტრენინგებზე აგრობიზნესის და ტურიზმის დარგებში, ასევე ენისა და კომპიუტერულ კურსებზე და სხვა.