GE EN
GE EN
დახურვა
GE EN
სს "ნენსკრა ჰიდროს" ვაკანსიები

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის.

ბუღალტერი

დასაქმების ფორმა სრული განაკვეთი
თარიღები 30 ოქტომბერი - 10 ნოემბერი

სს “ნენსკრა ჰიდრო” აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი (შესაძლოა განხორციელდეს ადგილის ცვლილება)

პასუხისმგებელია უზრუნველყოს კომპანიის კლიენტები:

  • ინვოისების, საგადახადო დავალებების, ხელშეკრულებების განხილვა კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად;
  • ყოველდღიური გადასახადების მომზადება და შემოწმება ERP სისტემაში / ინტერნეტ ბანკში;
  • სააღრიცხვო ჩანაწერების დროული განთავსება ERP სისტემაში;
  • სააღრიცხვო ჩანაწერებისთვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტების შეგროვება, კლასიფიკაცია და შენახვა;
  • დოკუმენტაციის მომზადება, შეგროვება და შენახვა საქმიანი მივლინებების ადმინისტრირებისთვის;
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადება FARS-ის შესაბამად, საჭირო შიდა ანგარიშგებების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
  • პერიოდული საგადასახადო დეკლარაციების (ასევე სხვა გარე ანგარიშების) მომზადება და წარდგენა;
  • პერიოდული ანალიზი და პროცედურები ზუსტი აღრიცხვის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად;
  • კონტრაქტორებთან, ბანკებთან, აუდიტორებთან და სხვა პირებთან თანამშრომლობა და აუდიტის პროცესის კოორდინაცია;
  • ზედამხედველების და / ან დროებით დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება ფინანსურ ჯგუფში კომპანიის საჭიროებების შესაბამისად.

კვალიფიკაცია/მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში (სასურველია ACCA- ს კვალიფიკაცია);
  • FARS სისტემისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის სიღრმისეული ცოდნა;
  • მინიმუმ 3 წლის მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა სავალდებულოა;
  • კომპიუტერთან მუშაობისა და MS Office- ის ცოდნა (MS Excel- ის სიღრმისეული ცოდნა);
  • ERP სისტემებთან მუშაობის სიღრმისეული გამოცდილება  (Oris მენეჯერის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • დამოუკიდებლად და დეტალებზე ორიენტირებულად მუშაობის უნარი;
  • რიცხვებთან და რაოდენობრივ მონაცემემთან მუშაობის უნარი;
  • ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ СV ფოტოსურათთით ელ.ფოსტაზე  hr@nenskrahydro.ge და საგნის ველში მიუთითეთ თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 10 ნოემბერი.

სიაში დაბრუნება