GE EN
GE EN
დახურვა
GE EN
სს "ნენსკრა ჰიდროს" ვაკანსიები

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის.

ტექნიკური ოფიცერი

დასაქმების ფორმა სრული განაკვეთი
თარიღები 11 აპრილი - 26 აპრილი

სს “ნენსკრა ჰიდრო” აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ოფიცრის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ჭუბერი, სვანეთი

ძირითადი მოვალეობანი:

  • კონტრაქტორების მიერ წარმოდგენილ საინჟინრო სამუშაოებთან დაკავშირებული დიზაინის, ნახაზებისა და დოკუმენტების განხილვა;
  • ტესტირებაზე დასწრება და ტექნიკური დეტალების განხილვა;
  • კონტრაქტორების მიერ წარდგენილი შუალედური გადახდების შემოწმება;
  • სამშენებლო მენეჯმენტი, საინჟინრო სამუშაოების ზედამხედველობა, ინსპექტირება და მონიტორინგი;
  • ტექნიკური დახმარება საინჟინრო სამუშაოებში;
  • სამოქალაქო სამუშაოების საკითხებზე ტექნიკური ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის;
  • დამსაქმებლის ინჟინრებთან კომუნიკაცია ნენკრა ჰესის პროექტის განსახორციელებლად;
  • ინფორმაციის კოორდინაცია  და საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზება სამთავრობო ორგანოებთან, რომლებიც მონაწილეობის ნენსკრა ჰესის მშენებლობაში (მაგალითად, მესტიის მუნიციპალიტეტი, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო და ა.შ.);
  • კომპეტენტურ თანამშრომლებთან კოორდინაცია რეგულარული შეხვედრების დაწყებამდე და/ან შეხვედრის შემდეგ, შესაბამისი დღის გეგმებისა და ოქმების მომზადება; ამგვარი ოქმების გავრცელება და დამტკიცება;
  • კომპანიის ტექნიკური გუნდის დახმარება;
  • ტექნიკური გუნდის მენეჯმენტისა და კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა ამოცანების შესრულება.

 

კვალიფიკაცია/მოთხოვნები:

  • ხარისხი სამოქალაქო ინჟინერიაში / სამშენებლო მენეჯმენტში ან ანალოგიური ხარისხი
  • მშენებლობასა და/ან ინჟინერიაში მინიმუმ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა  მიენიჭება ჰესებზე მუშაობის გამოცდილებას)
  • სრული სადგურის ინსპექციის უნარი (ძირითადი)
  • ინგლისურ ენაზე თავისუფლად საუბრისა და წერის უნარი
  • ლიდერობა და შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი
  • ანგარიშგების უნარი
  • პრაგმატული და პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირებული
  • მართვისთვის საჭირო კომპიუტერული უნარები

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ СV ფოტოსურათთით ელ.ფოსტაზე  hr@nenskrahydro.ge და საგნის ველში მიუთითეთ თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 10 ნოემბერი.

სიაში დაბრუნება