GE EN
GE EN
დახურვა
GE EN

კონტაქტი

კომპანიის ხელმძღვანელობა
სუნიანგ კიმი
აღმასრულებელი დირექტორი

სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე სუნიანგ კიმი 2018 წლის მაისში დაინიშნა. კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ში მუშაობა მან 1989 წელს დაიწყო. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტში მუშაობის დაწყებამდე იგი კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. სუნიანგ კიმმა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ეკონომიკის დარგში ჰონკონგის უნივერსიტეტში მოიპოვა. მას ასევე მოპოვებული აქვს ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი კორეის პერსპექტიული მეცნიერული კვლევების და ტექნოლოგიების ინსტიტუტში, და მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ეკონომიკის დარგში, რომელიც მან სოგანგის უნივერსიტეტში მიიღო.

იონგსეუკ პარკი
აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტზე იონგსეუკ პარკი 2018 წლის მაისში დაინიშნა. კორპორაცია K-water-ში იგი 1994 წლიდან მუშაობს და ტექნიკურ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. სანამ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო გუნდს შეურთდებოდა, მუშაობდა ფილიპინებში, ანგატის ჰიდროელექტროსადგურის ოპერატორ კომპანიაში ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.
კორეის რესპუბლიკის ქალაქ ტეგოს იონამის უნივერსიტეტში იონგსეუკ პარკს მოპოვებული აქვს ხარისხი სამოქალაქო ინჟინერიის დარგში. იგი ასევე არის კორეის სამოქალაქო ინჟინრების საზოგადოების წევრი.

იონგტაკ ჩოი
ფინანსური დირექტორი

კომპანია სს "ნენსკრა ჰიდროს" ამჟამინდელი ფინანსური დირექტორი იონგტაკ ჩოია. ინფრასტრუქტურული პროექტები მას ისეთ ფირმებთან ერთად აქვს განხორციელებული, როგორებიც არიან Samsung-ის სამშენებლო და სავაჭრო კორპორაცია, „პუშან ნიუპორტი“ და სხვები.

თეიმურაზ კოპაძე
ოპერაციების მართვის დირექტორი

თეიმურაზ კოპაძე სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორის თანამდებობაზე 2015 წლიდან მუშაობს. ნენსკრა ჰესის პროექტზე მან 2013 წელს დაიწყო მუშაობა სს „ნენსკრას“ აღმასრულებელი დირექტორის რანგში.
2005-2011 წლებში თეიმურაზ კოპაძე სს „საქართველოს რკინიგზაში“ მუშაობდა, მათ შორის - ინფრასტრუქტურის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.

ბ-ნი თეიმურაზი ფლობს მაგისტრის ხარისხს სამართალსა და ბიზნესის ადმინისტრირებაში ოპერაციების მართვის განხრით.

ჯუვონ ლი
ტექნიკური დირექტორი

სს „ნენსკრა ჰიდროს“ ტექნიკურ დირექტორად ჯუვონ ლი 2018 წლის ივნისში დაინიშნა.
კორპორაცია K-water-ში იგი 2003 წლიდან მუშაობს, ხოლო საერთაშორისო პროექტებში - ძირითადად, კაშხლების მშენებლობის დარგში - უკვე 10 წელიწადზე მეტია მონაწილეობს. სს „ნენსკრა ჰიდროში“ მუშაობის დაწყებამდე იგი მონაწილეობას იღებდა პატრინდის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში პაკისტანში, რომელიც ამჟამად კომერციულ ექსპლუატაციაში იმყოფება.
კორეის რესპუბლიკის პუსანის ეროვნულ უნივერსიტეტში ჯუვონ ლის მოპოვებული აქვს ხარისხი სამოქალაქო მშენებლობის დარგში.