GE EN
GE EN
დახურვა
GE EN
25 დღე
02 თვე
19 წელი
?> ?>
25 თებ, 2019
„ნენსკრა ჰიდრომ“ სვანეთში მექანიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო

ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიამ, სს „ნენსკრა ჰიდრომ“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მექანიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო.

მის ფარგლებში აღნიშნული სოფლების მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისთვის მძიმე ტექნიკით მომსახურება გაეწევა.

პროექტი საშუალებას აძლევს ნებისმიერ ცალკეულ მოსახლეს ან ჯგუფს, მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურის გავლით მიმართონ კომპანიას, რომელიც მას მძიმე ტექნიკით მომსახურებას გაუწევს.

კომპანიამ საგანგებოდ პროექტისთვის ათამდე ერთეული მძიმე ტექნიკა გამოჰყო. ტექნიკის ამა თუ იმ ერთეულის მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს „ნენსკრა ჰიდრო“ სრულად დაფარავს.

პროექტი, რომელიც სოციალურ ხასიათს ატარებს, ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებების შეფასების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მჭიდრო ჩართულობით ხორციელდება. კომპანიამ პროექტი 11 და 12 თებერვალს ჭუბერსა და ნაკრაში გამართულ საჯარო განხილვებზე წარადგინა.