GE EN
GE EN
დახურვა
GE EN
24 დღე
10 თვე
18 წელი
?> ?>
24 ოქტ, 2018
„ნენსკრა ჰიდრო“ სამშენებლო სამუშაოებთან ერთად სოციალურ პროექტებსაც განაახლებს

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „ნენსკრა ჰიდრომ“ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში ერთობლივი ორდღიანი ტრენინგი გამართეს.

ტრენინგი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა, მიზნად ისახავდა დაინტერესებულ პირთათვის პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და მართვის შესახებ. როგორც ტრენინგის დროს გამოიკვეთა, ძირითადი მიმართულებები, რომლის განვითარებითაც ადგილობრივი მოსახლეობა არის დაინტერესებული, მეფუტკრეობა და მეცხოველეობაა.

ტრენინგი, კომპანიის ორგანიზებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ჩაატარა.

ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ნენსკრა ჰესის პროექტის ე.წ. „თემის განვითარების პროგრამის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. თავის მხრივ, „თემის განვითარების პროგრამა“ საგანგებოდ შექმნილი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ჭუბერსა და ნაკრაში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, პროფესიული განათლების დაფინანსებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.

ამავდროულად, „ნენსკრა ჰიდრო“ აცხადებს, რომ სოფელ ჭუბერში 2018 წლის დასაწყისში შეჩერებულ სამუშაოებს განაახლებს. კერძოდ, ნოემბერში მდინარე ნენსკრაზე 100 ტ ტვირთამწეობის მქონე ორი ხიდის მშენებლობა დაიწყება.