GE EN
GE EN
დახურვა
GE EN
21 დღე
11 თვე
18 წელი
?> ?>
21 ნოე, 2018
„ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „ნენსკრა ჰიდრომ“ სამშენებლო სამუშაოებთან ერთად სოციალური, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტების რეალიზებაც განაახლა.

სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში 18-დან 60 წლამდე ასაკის ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია ინგლისურის უფასო კურსები, რომლითაც ამჟამად 100-მდე ადამიანი სარგებლობს. წლის ბოლომდე კომპანია ყველა მსურველისთვის კომპიუტერის შემსწავლელ კურსებსაც დააფინანსებს.

საგანმანათლებლო პროგრამა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მეტი შესაძლებლობის შექმასა და შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.
სამომავლოდ „ნენსკრა ჰიდრო“ სხვადასხვა მიმართულებით პროფესიული კურსების დაფინანსებასაც გეგმავს. მათ შორის იქნება კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ნენსკრა ჰესის მშენებლობაზე დასაქმების მსურველთათვის.

საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება ნენსკრა ჰესის პროექტის ე.წ. „თემის განვითარების პროგრამის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. თავის მხრივ, „თემის განვითარების პროგრამა“ საგანგებოდ შექმნილი საინვესტიციო პროექტია, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობის საჭიროებათა შეფასების საფუძველზე შემუშავდა. პროქტის მიზანს ჭუბერსა და ნაკრაში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, პროფესიული განათლების დაფინანსება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.