GE EN
GE EN
დახურვა
GE EN
18 დღე
10 თვე
18 წელი
?> ?>
18 ოქტ, 2018
ნენსკრა ჰესის პროექტის სამშენებლო სამუშაოები ნოემბერში განახლდება

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია – სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში 2018 წლის დასაწყისში შეჩერებულ სამუშაოებს განაახლებს. კერძოდ, ნოემბერში მდინარე ნენსკრაზე 100 ტ ტვირთამწეობის მქონე ორი ხიდის მშენებლობა დაიწყება.

სვანეთში შესასრულებელი პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

ამავდროულად, სს „ნენსკრა ჰიდრო“ მუშაობს პროექტში ახალი მშენებელი კომპანიის ჩართვაზე წინა კონტრაქტორის ჩასანაცვლებლად, რომელთანაც ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით შეწყდა.