GE EN
GE EN
დახურვა
GE EN
16 დღე
07 თვე
19 წელი
?> ?>
16 ივლ, 2019
„ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს

ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია – სს „ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომელიც 3 თვის განმავლობაში მედიასა და სოციალურ ქსელში სხვადასხვა აქტივობას ითვალისწინებს.

„ნენსკრასა და ნაკრას ხეობები, სადაც ნენსკრა ჰესის წარმატებული პროექტი ხორციელდება, ამჟამად თითქმის უცნობია როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტისთვის. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში, როდესაც ჩვენი პროექტის მეშვეობით შიდა ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება, ადგილობრივი მცირე ბიზნესი განვითარდება და შეიქმნება სხვადასხვა მიმზიდველი ტურისტული ატრაქცია, სიტუაცია შეიცვლება. ამჟამად ორივე ხეობაში საოჯახო ტიპის 20-მდე სასტუმრო მუშაობს, სადაც ძირითადად ჰესის პროექტში დასაქმებული ადამიანები ცხოვრობენ. იქიდან გამომდინარე, რომ შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია ამ ზაფხულს აქტუალური გახდა, გადავწყვიტეთ, მასში ჩვენი წვლილი შეგვეტანა და ვინაიდან ჩვენი პროექტი სვანეთში ხორციელდება, სწორედ ამ ულამაზესი კუთხისადმი მიგვეძღვნა საინფორმაციო კამპანია“, – განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.

„ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში ოპერირებს, სადაც არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს , მათ შორის – ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად (ინგლისური ენისა და კომპიუტერის კურსები, საოჯახო ტიპის სასტუმროს მართვის კურსები, მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობა და შიდა ინფრასტურქტურის გაუმჯობესება). 2017 წლიდან დღემდე „ნენკსრა ჰიდრომ“ სოციალურ პროექტებზე 400 000 აშშ დოლარამდე დახარჯა.