GE EN
GE EN
დახურვა
GE EN
13 დღე
11 თვე
18 წელი
?> ?>
13 ნოე, 2018
ჭუბერში ნენსკრა ჰესის მშენებელობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ – სს „ნენსკრა ჰიდრომ“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. ამჟამად გზის 5 ივლისის სტიქიით დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს. შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება გაუდვილდება, სამშენებლო კომპანია კი მომდევნო დაზიანებულ მონაკვეთზე მიიღებს წვდომას მისი შემდგომი აღდგენისთვის.

აღნიშნული მონაკვეთის აღსადგენად შემდეგი სამუშაოები განხორციელდება: დროებითი არხის გაყვანა მდინარის დინების მიმართულების შესაცვლელად, დამცავი ნაპირსამაგრი სამუშაოები, ქვაყრილის მოწყობა და შემდგომ მდინარის პირვანდელ კალაპოტში მოქცევა.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკის 10-მდე ერთეული.

სამუშაოებს „ნენსკრა ჰიდროს“ სუბკონტრაქტორი კომპანია „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ახორციელებს.

მოსამზადაბელი სამუშაოების მომდევნო ეტაპი მდინარე ნენსკრაზე 3 ხიდის მშენებლობა იქნება.

პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის ბოლოს დასრულდება.