2015 წელს ნენსკრა ჰესის პროექტმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, წარუდგინა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სრული ანგარიში (გზშ), რასაც მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესი ითვალისწინებს. 2015 წლის გზშ ანგარიში ქართულმა კონსულტანტმა - შპს „გამა კონსალტინგმა“ 2011-2014 წლებში ჩატარებულ საველე კვლევებზე დაყრდნობით და 2014-2015 წლების საჯარო განხილვებისა და საკონსულტაციო შეხვედრების საფუძველზე მოამზადა.
მშენებლობის ნებართვა სახელმწიფო ორგანოს მიერ 2015 წლის ოქტომბერში გაიცა.
ამის შემდეგ რამდენიმე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს (პოტენციურ მსესხებლებს) პროექტის დაფინანსების შეთავაზება გაეგზავნა. იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო ამ ინსტიტუტების გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის სტანდარტები, პოტენციურმა მსესხებლებმა გასცეს რეკომენდაცია, ჩატარებულიყო ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების მთელი რიგი დამატებითი კვლევები, რომლებიც 2015 წლის გზშ ანგარიშს დაემატებოდა.
ბუნებრივი და სოციალური გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამატებითი კვლევების პირველი ვერსია საჯაროდ 2017 წლის მარტში გახდა ხელმისაწვდომი. განსაჯაროების პერიოდში, რომელიც 2017 წლის აგვისტომდე გრძელდებოდა, ჩატარდა მრავალი საჯარო განხილვები და საკონცულტაციო შეხვედრები, რომლებზეც ადგილობრივი თემების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, გამოეთქვათ პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები, დაესვათ კითხვები და წარმოედგინათ რეკომენდაციები.
ქვემოთ მოცემულია წვდომა დამატებითი კვლევების ათ ტომთან, რომლებიც დაინტერესებული მხარეებისგან მიღებული უკუკავშირის შესაბამისად გადაიხედა. 2015 წლის გზშ ანგარიში შეტანილია მე-2 ტომის დანართებში “პროექტის აღწერა”.