ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სარგებელი, რომელსაც ნენსკრა ჰესის პროექტი საქართველოს მოუტანს, ადგილობრივი მოსახლეობის, პირველ რიგში კი ნენსკრასა და ნაკრას ხეობების მცხოვრებთა დასაქმებაა როგორც მშენებლობისას, ასევე ჰესის ექსპლუატაციის პერიოდში.
ჩვენი მიზანია, მშენებლობის პერიოდში არაკვალიფიციური მუშახელის 100% იყოს ნენსკრასა და ნაკრას ხეობების მკვიდრი, ნახევრადკვალიფიცირებული მუშახელის არანაკლებ 75%-ისა იყოს ქართველი, აქედან არანაკლებ 50%-ისა – მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრები.
ჰესის ექსპლუატაციაში შესვლისას დაქირავებული მუშახელის არანაკლებ 80%-ისა საქართველოს მოქალაქე იქნება.