GE EN
GE EN
დახურვა
GE EN

კონტაქტი

ნენსკრა ჰიდროს ხელმძღვანელობა
სუნიანგ კიმ
აღმასრულებელი დირექტორი

სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე სუნიანგ კიმ 2018 წლის მაისში დაინიშნა. კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ში მუშაობა მან 1989 წელს დაიწყო. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტში მუშაობის დაწყებამდე იგი კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. სუნიანგ კიმმა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ეკონომიკის დარგში ჰონკონგის უნივერსიტეტში მოიპოვა. მას ასევე მოპოვებული აქვს ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი კორეის პერსპექტიული მეცნიერული კვლევების და ტექნოლოგიების ინსტიტუტში, და მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ეკონომიკის დარგში, რომელიც მან სოგანგის უნივერსიტეტში მიიღო.

კიოუნგ უნ ბაე
აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

კიუნგ უნ ბაე სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე დაინიშნა 2021 წლის აპრილში. კორპორაცია K-water-ში მუშაობა მან 1998 წელს დაიწყო. 1999-2001 წლებში იგი იკავებდა სამოქალაქო ინჟინრის პოზიციას ჯეონგჯუს რეგიონალური წყალმომარაგების მილსადენების მშენებლობასა და იმჰას მრავალფუნქციური კაშხალის პროექტზე. 2002-2006 წლებში იყო კუნვის მრავალფუნქციური კაშხლის მშენებლობის მენეჯერი, ხოლო 2007-2009 წლებში კიმჩეონ ბუჰანგის მრავალფუნქციური კაშხლის მშენებლობის მთავარი მენეჯერი. 2018-2020 წლებში ბატონი ბაე იყო წყლის ყოვლისმომცველი დიაგნოსტიკის დეპარტამენტის მთავარი მენეჯერი, კაშხლის ინსპექტირების საკითხებში. მისი ხელმძღვანელობით ინსპექტირება ჩაუტარდა ისეთ კაშხლებს, როგორიცაა ანგაეს კაშხალი, ჯანგჰუნგის მრავალფუნქციური კაშხალი, ჰოენგსეონგის მრავალფუნქციური კაშხალი და მართავდა ზემოთაღნიშნული კაშხლების შემოწმებას მოკლევადიანი, თუ გრძელვადიანი ხნით.
ბატონმა ბაემ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამოქალაქო ინჟინერიის დარგში მოიპოვა იუნგნამის უნივერსიტეტში, კორეის რესპუბლიკა. მას ასევე მოპოვებული აქვს ინჟინერიის მაგისტრის ხარისხი ჩუნგნამის ეროვნულ უნივერსიტეტში, კორეის რესპუბლიკა.

კიუნგმოკ ბაეკ
ფინანსური დირექტორი

კიუნგმოკ ბაეკ სს „ნენსკრა ჰიდროს“ ფინანსურ დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა 2021 წლის აპრილში. კორპორაცია K-water-ს იგი 2002 წელს შეუერთდა. ბატონ ბაეკს 2002-2005 წლებში ბორიოუნგის კაშხლის ფინანსური მენეჯერის თანამდებობა ეკავა. 2005-2012 წლებში ის სტრატეგიისა და დაგეგმარების განყოფილებისა და აუდიტის დეპარტამენტის მენეჯერის თანამდებობებს იკავებდა. იგი 8 წელზე მეტი იყო სხვადასხვა განყოფილების, მათ შორის საზღვარგარეთის პროექტების მართვის განყოფილების მთავარი მენეჯერი. ბატონმა ბაეკმა მოიპოვა იურისტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი იონსეს უნივერსიტეტში, კორეის რესპუბლიკა. იგი დაჯილდოებულია კორეის მიწის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტირების მინისტრის მიერ კორეაში სოციალური ინფრასტრუქტურული პროექტების გაუმჯობესებისათვის შეტანილი წვრილისთვის 2013 წელს.

ჯუვონ ლი
ტექნიკური დირექტორი

სს „ნენსკრა ჰიდროს“ ტექნიკურ დირექტორად ჯუვონ ლი 2018 წლის ივნისში დაინიშნა.
კორპორაცია K-water-ში იგი 2003 წლიდან მუშაობს, ხოლო საერთაშორისო პროექტებში - ძირითადად, კაშხლების მშენებლობის დარგში - უკვე 10 წელიწადზე მეტია მონაწილეობს. სს „ნენსკრა ჰიდროში“ მუშაობის დაწყებამდე იგი მონაწილეობას იღებდა პატრინდის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში პაკისტანში, რომელიც ამჟამად კომერციულ ექსპლუატაციაში იმყოფება.
კორეის რესპუბლიკის პუსანის ეროვნულ უნივერსიტეტში ჯუვონ ლის მოპოვებული აქვს ხარისხი სამოქალაქო მშენებლობის დარგში.