გადაცემა “საქმის კურსი” TV პირველზე (17:45, 16.03.2020). თვალსაჩინოებისთვის, თუ რა გავლენა აქვს ადგილობრივი ელექტროსადგურების მშენებლობას ქვეყნის ენერგეტიკულ ბალანსზე, BM.GE ნენსკრა ჰესის მაგალითზე სტატისტიკას გაგაცნობთ – ამ ობიექტის განმახორციელებელი კომპანიის „ნენსკრა ჰიდროს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელს ობიექტი ექსპლოატაციაში რომ ყოფილიყო, წლიურად ამ სადგურს ელექტროენერგიის იმპორტის 48.3 პროცენტით შემცირება შეეძლო.