GE EN
GE EN
დახურვა
GE EN
5 დღე
07 თვე
18 წელი
?> ?>
5 ივლ, 2018
კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროს“ საგანგებო განცხადება

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებთ განცხადებას ავრცელებს.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ა.წ. 5 ივლისს მესტიის მონიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ერთ-ერთ შენაკადზე განვითარებული სტიქიური მოვლენის გამო სოფელ ჭუბერის ცენტრალური ნაწილი დაიტბორა, დაზიანებულია ასევე გზები და ხიდები.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შექმნილი ვითარება ნენსკრა ჰესის მშენებლობას უკავშირდება.

გვსურს, განვმარტოთ, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები სრულად არის გაჩერებული. ამასთან, აღნიშნული სამუშაოები გულისხობდა მხოლოდ არსებული გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა სამშენებლო ტერიტორიიდან მდინარის მიმართულებით 5 კილომეტრით ქვემოთ წარმოიშვა. შესაბამისად, მომხდარს ნენსკრა ჰესის მშნებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ამ მომენტისთვის სს „ნენსკრა ჰიდროს“ თანამშრონლებს აქვთ უწყვეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. შესაძლებლობების ფარგლებში კომპანიის მიერ სასწრაფო წესით იქნება მობილიზირებული ტექნიკა, რათა შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ ადგილობრივ მოსახლეობას” – ნათქვამია განცხადებაში.