GE EN
GE EN
დახურვა
GE EN
24 დღე
01 თვე
18 წელი
?> ?>
24 იან, 2018
კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროს“ საგანგებო განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ ა.წ. 19 იანვარს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

გვსურს, განვმარტოთ, რომ ზემოთხსენებული სატელევიზიო სიუჟეტი შეიცავდა რიგ უზუსტობებს, რამაც შესაძლოა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს როგორც ნენსკრა ჰესის პროექტის მიმდინარე სტატუსთან, ასევე საპროექტო კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით.

კერძოდ, სატელევიზიო სიუჟეტი შეიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთში 700 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყის საფარის გაჩეხვას ითვალისწინებს. გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ რეალური ფართობი არ აღემატება 200 ჰექტარს. გარდა ამისა, საპროექტო კომპანიის მიერ შემუშავდა მთელი რიგი შემარბილებელი ღონისძიებები, მათ შორის – ტყის საფარის აღდგენის სპეციალური გეგმა.

სიუჟეტში აღნიშნული იყო ისიც, თითქოს საქართველოს მთავრობასა და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება გასაიდუმლებულია, რაც ასევე არ შეესაბამება რეალობას. ხელშეკრულების ძირითადი დებულებები საჯაროა და ხელმისაწვდომია ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე.

ნახსენები იყო ასევე სიუჟეტის ეთერში გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე პროექტის განხოციელების ადგილზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭუბერის მიმდებარედ ზვავის ჩამოწოლა, რამაც პროექტზე მომუშავე 3 ადამიანის ადგილზე ჩარჩენა გამოიწვია. ეს ინფორმაცია ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადასტურებენ.

აქვე გვსურს, აღვნიშნოთ ნენსკრა ჰესის პროექტის მიმდინარე სტატუსი. 2017 წელს დასრულდა პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზეგავლენის შეფასების (გზშ) ანგარიშის დამატებითი კვლევები, რომელთა შედეგები არაერთგზის, საჯარო განხილვების დროს განსაჯაროვდა. განსაჯაროების პერიოდში დაინტერესებული პირებისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე აღნიშნული დოკუმენტების პაკეტი დამატებით დამუშავდა. დოკუმენტების განახლებული პაკეტი, ისევე, როგორც განსაჯაროების ანგარიში ხელმისაწვდომია საპროექტო კომპანიის ვებგვერდზე www.nenskra.ge. ამჟამად მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭუბერში, ნენსკრას ხეობაში, სადაც ნენსკრა ჰესის ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი უნდა აშენდეს, მოსახლეობისგან მიწების შეძენის პროცესი თითქმის დასრულებულია. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, ასევე მუშაობა პროექტის საინვესტიციო თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომლის ჯამური ბიუჯეტი 4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.