GE EN
GE EN
დახურვა
GE EN
26 დღე
01 თვე
18 წელი
?> ?>
26 იან, 2018
ნენსკრა ჰესის პროექტის აქტიურ ფაზაში შესვლასთან ერთად მის ხელმძღვანელობაში ცვლილებაა

ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი სს „ნენსკრა ჰიდრო“ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ ბ-ნი ჰიუნგშინ კიმი დაინიშნა.

ბ-ნი კიმი 1996 წელს შეუერთდა K-water-ს, კორეის წყლის რესურსების სახელმწიფო კორპორაციას (Korea Water Resources Corporation), რომელიც ნენსკრა ჰესის პროექტის ინვესტორია. მას შემდეგ ის მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე K-water-ის მთელ რიგ საზღვარგარეთულ პროექტებში, როგორიცაა, მაგალითად, ნეპალისა და ტაილანდის ფილიალები.

„მოხარული ვარ, შევუერთდე ნენსკრა ჰესის პროექტის საერთაშორისო გუნდს, რომელსაც თვალყურს ვადევნებ პროექტის დაწყების მომენტიდან – 2015 წლიდან. K-water-მა 24 ქვეყანაში 67 რთული პროექტი განახორციელა. ამჟამად კომპანია 16 მრავალფუნქციურ კაშხალს მართავს და დარწმუნებული ვართ, რომ ნენსკრა ჰესი მორიგი წარმატებული პროექტი გახდება. ჩვენ გვესმის ამ პროექტის მნიშვნელობა საქართველოსთვის, რადგან ქვეყანა აწყდება ენერგიის მზარდ დეფიციტს ზამთრის პერიოდში და, შესაბამისად, ენერგიის იმპორტის მზარდ საჭიროებას. ნენსკრა ჰესი არა მხოლოდ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმპორტის შემცირებაში, არამედ დიდად დაეხმარება სვანეთის რეგიონის ეკონომიკის განვითარებას“, – აღნიშნა ბ-ნმა კიმმა.

ნენსკრა ჰესის მშენებლობა 2018 წელს უნდა დაიწყოს. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ნენსკრას ხეობაში, ასევე სამუშაოები „თემის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა ნენსკრასა და ნაკრას ხეობების მდგრადი განვითარებისთვის ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებში ინვესტირების, ასევე თემის წევრთა უნარების განვითარებისა და სხვა საშუალებებით.