GE EN
GE EN
დახურვა
GE EN
10 დღე
09 თვე
18 წელი
?> ?>
10 სექ, 2018
«ნენსკრა ჰიდრომ“ ჭუბერში ადგილობრივი ბიზნესის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

10 სექტემბერს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ – სს „ნენსკრა ჰიდრომ“ სოფელ ჭუბერში მოსახლებასთან შეხვედრა გამართა.

ღონისძიებაზე ადგილობრივებს გააცნეს ის შესაძლებობი, რომლებიც საქართველოს მთავრობის, „ნენსკრა ჰიდროს“, არასამთავრობო და კერძო სექტორების გაერთიანებული ძალისხმევისა და თანამშრომლობის შედეგად სოფლების ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობისთვის ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სფეროში გახდება ხელმისაწვდომი.

ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა სვანეთში ნენსკრა ჰესის პროექტის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამასთან დაკავშირებით საგანგებოდ შეიქმნა საინვესტიციო პროექტი „თემის განვითარების პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია როგორც მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ისე სვანეთში განათლების მხარდაჭერა და კულტურული პროექტების დაფინანსება.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, მათ შორის – პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე.გ
მასში მონაწილეობა მიიღეს ასევე არასამთავრობო, კერძო სექტორებისა და საერთაშორისო პროექტების, მათ შორის ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, პროექტების “საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენა” (REAP), “საქართველოს თხილის სექტორის განვითარება” (G-HIP), “მერები ეკონომიკური განვითარებისათვის” (EU4M), “საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარება” (PCM) წარმომადგენლებმა.