GE EN
GE EN
დახურვა
GE EN
23 დღე
08 თვე
19 წელი
?> ?>
23 აგვ, 2019
ჭუბერში „ნენსკრა ჰიდროს“ დაფინანსებით რეაბილიტირებული ამბულატორია გაიხსნა

23 აგვისტოს მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში განახლებული ამბულატორია გაიხსნა. შენობას სრული რეაბულიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიის – სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და პროექტის ინვესტორი კომპანიის – K-water-ის დაფინანსებით განხორციელდა.

ამბულატორიის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მისი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე სუნიქ ლი და კორეის წყლის რესურსების კორპორაციის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ჩოლმინ ნო ესწრებოდნენ.

„ჩვენი კომპანია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში ჩვენი მიზანია არაერთი სოციალური პროექტის განხორციელება. მიმდინარეობს აგრეთვე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ჩვენი დაფინანსებით ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. გარდა ამისა, კომპანია მხარს უჭერს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ არა მხოლოდ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაში, არამედ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაშიც“, – განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ სუნიქ ლიმ.

2015 წლიდან დღემდე „ნენკსრა ჰიდრომ“ სოციალურ პროექტებზე 1 200 000 ლარამდე დახარჯა.