GE EN
GE EN
დახურვა
GE EN
19 დღე
10 თვე
17 წელი
?> ?>
19 ოქტ, 2017
„ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში ინგლისური ენისა და კომპიუტერული კურსების ჩასატარებლად მომწოდებელს ეძებს

19ამჟამად კომპანია ეძებს მომწოდებელს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში აღნიშნულ სოფლებში მათ ჩატარებას უზრუნველყოფს.

შემოთავაზებების მოწოდება ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია, თუმცა უპირატესობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მცხოვრებთ მიენიჭებათ. შერჩეული მომწოდებლები ნოემბერში გამოვლინდებიან.

კურსებს თავად ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია მის მიერვე შემუშავებული „თემის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში დააფინანსებს.

„თემის განვითარების პროგრამა“ ნენსკრა ჰესის პროექტის თანმხლები საინვესტიციო პროექტია, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობის საჭიროებათა შეფასების საფუძველზე შემუშავდა. პროექტის მიზანს რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მოსახლეობისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა წარმოადგენს.

„თემის განვითარების პროგრამა“ მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, უნარ-ჩვევების ამაღლება და სხვა.

„თემის განვითარების პროგრამის“ ძირითადი მიზანია, ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობას მეტი შესაძლებლობა შეუქმნას. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ყველა პროექტი თემის აქტიური ჩართულობით ხორციელდება და მოსახლეობის რეალურ საჭიროებებზეა მორგებული“, – აღნიშნავს სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი თეიმურაზ კოპაძე.