GE EN
GE EN
დახურვა
GE EN
4 დღე
11 თვე
19 წელი
?> ?>
4 ნოე, 2019
ნენსკრა ჰესის პროექტი ახალგაზრდებს სტაჟირების გავლას შესთავაზებს

ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერისა და ნაკრას ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ ახალგაზრდებს პროფესიული განვითარებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას შესთავაზებს.

სტაჟირების პროგრამა კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობისა და „თემის საინვესტიციო პროგრამის“, განათლების მხარდასაჭერი პროექტების ფარგლებში ნოემბერში დაიწყება.

დაინტერესებულ ახალგაზრდებს კონკურსის გავლის შემდეგ სტაჟირება ჩაუტარდებათ საპროექტო კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტში, კერძოდ, სოციალური საკითხების, გარემოსდაცვითი, შრომის უსაფრთხოების, ადამიანური რესურსების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ტექნიკური მიმართულებით.

„ადგილობრივი მოსახლეობისთვის შრომის ბაზარზე მეტი შესაძლებლობის შექმნა ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მიმართულებით 2017 წლიდან ვმუშაობთ, კერძოდ, ვთავაზობთ ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობას ინგლისურისა და კომპიუტერის კურსებს, ვახორციელებთ მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამას. უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ პროფესიულ ტრენინგს დავამატებთ. სტაჟირების პროგრამა, ერთის მხრივ, საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, შეიძინონ საერთაშორისო პროექტზე მუშაობის გამოცდილება, რაც მომავალში მათ კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველჰყოფს მათ ჩართულობას კომპანიის საქმიანობაში, რაც უფრო გააღრმავებს დიალოგს ნენსკრა ჰესის პროექტსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის“, – აცხადებს სს „ნენსკრა ჰიდროს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ირინა პეტრიაშვილი.